უახლესი ამბები

დღეს ჟიული შარტავას 73 წელი შეუსრულდებოდა

07 03 2017 | ავტორი: admin
დღეს ჟიული შარტავას 73 წელი შეუსრულდებოდა
საზოგადოება
0

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებმა ჟიული შარტავას დაბადებიდან 73 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული გმირის საფლავი გვირგვინით შეამკეს და კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს მის ხსოვნას.

„ჩვენ ტრადიციულად ყოველ წელს მოვდივართ  ჟიული შარტავას საფლავთან, რომ პატივი მივაგოთ საუკეთესო მამულიშვილს, რომელმაც სამშობლოსთვის თავდადების მაგალითი მისცა ყველას.  იმედი იმისა, რომ ჟიულის და მისი თანამებრძოლების გმირობა და ზვარაკად მიტანილი სიცოცხლე, უკვალოდ არ გაქრება, ჯერაც არ დაგვიკარგავს. შეუძლებელია მომავალმა თაობამ არ დააფასოს ჟიულის გაკეთებული საქმეები, მისი დაუღალავი ბრძოლა ქართულ-აფხაზური  ურთიერთობების წინსვლისთვის.   ვერასოდეს დავივიწყებთ როგორი რუდუნებით, სიფრთხილით და თავდადებით ცდილობდა იგი ამ ურთიერთობების შენარჩუნებას.  სწორედ ასეთი ადამიანების  თავდადებაზე  დგას ხშირად ქვეყნის მომავალი.

23 წელი  გავიდა ჟიული შარტავას ტრაგიკული დაღუპვიდან, მაგრამ ეს ჩვენთვის გუშინდელი დღეა. დრომ ვერ გააუფერულა განვლილი დღეების ტრაგიზმი და ჟიული შარტავას მოწამეობრივი სიკვდილი.  რთულია აღქმა იმისა, რომ ჩვენს ქვეყანას ასეთი პატრიოტი და  დიდი მოღვაწე დააკლდა. მისი სახელი უკვდავყოფილია სამარადჟამოდ. თავგანწირვა და თავდადება ხომ  მხოლოდ გმირთა ხვედრია“, – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.