უახლესი ამბები

ე. წ. სამხრეთ ოსეთის საპარლამენტო არჩევნებში „ერთიანმა ოსეთმა“ გაიმარჯვა

09 06 2014 | ავტორი: admin
ე. წ. სამხრეთ ოსეთის საპარლამენტო არჩევნებში „ერთიანმა ოსეთმა“ გაიმარჯვა
კონფლიქტები
0

ე. წ. სამხრეთ ოსეთის საპარლამენტო არჩევნებში, ბიულეტენთა 100 %-ის დათვლის შედეგად პარტია „ერთიანმა ოსეთმა“ 43,1 %- ით გაიმარჯვა. პარლამენტში ასევე შევლენ პარტია „ხალხთა ერთობა“ ხმათა 13,24 %-ით, „სახალხო პარტია“ – 9,08 %-ით და „ნიხასი“ ხმათა – 7,47 %-ით.

შეგახსენებთ, რომ პარტია „ერთიანი ოსეთისათვის“ პროგრამა მაქსიმუმად რუსეთთან გაერთიანებას ასახელებს, რასაც დე ფაქტო პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვიც ეთანხმება.