უახლესი ამბები

ჰავანის გრან-პრიზე ქართველმა ძიუდოისტებმა 3 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

09 06 2014 | ავტორი: admin
ჰავანის გრან-პრიზე ქართველმა ძიუდოისტებმა 3 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს
სპორტი
0

კუბაში გამართულ ჰავანის გრან-პრიზე ქართველმა ძიუდოსტებმა სამი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედალი დაიმსახურეს.

ჩემპიონის ტიტული ამირან პაპინაშვილმა (-60 კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილმა (-81 კგ) და ვალერი ლიპარტელიანმა (-90 კგ) მოიპოვეს, ხოლო ნუგზარ ტატალაშვილმა (-73 კგ) და ბექა ღვინიაშვილმა (-90 კგ) კი ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, ამ ტურნირზე საქართველო 7-დან მხოლოდ 5 წონაში იყო წარმოდგენილი ორ-ორი სპორტსმენით. 

აღნიშნული გრან-პრი 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პირველი სალიცენზიო ტურნირია.