უახლესი ამბები

დევნილთათვის მორიგი უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა

08 04 2017 | ავტორი: admin
დევნილთათვის მორიგი უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა
საზოგადოება
0

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა დააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით დაბაწყნეთში მცხოვრებ დევნილთათვის მორიგი უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა.

გამოკვლევებში მონაწილეობას იღებდნენ „ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო კლინიკის“ წამყვანი სპეციალისტები.  მოქალაქეებმა მიიღეს  თერაპევტის, კარდიოლოგის, ნერვოლოგის, პედიატრის, ბავშვთა ნევროლოგის, ენდოკრინოლოგის, ოფთალმოლოგის, გინეკოლოგის, ქირურგის, ოტოლარინგოლოგის, დერმატოლოგის, უროლოგის, ორთოპედ-ტრამვატოლოგისა და მამოლოგის მომსახურება. აგრეთვე ჩაუტარდათ ელექტროკარდიოგრაფიული და ექოსკოპიური გამოკვლევები.

სამედიცინო გამოკვლევების პარალელურად, დევნილებს უფასოდდაურიგდათ სხვადასხვა დანიშნულების მედიკამენტი.

გამოკვლევებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი ოთარ გარმელია ესწრებოდნენ. ღონისძიების ორგანიზებაში ჩართულნი იყვნენ აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლები.