უახლესი ამბები

ვახტანგ ყოლბაია ლიუბლიანის უნივერსიტეტის პროფესორებს შეხვდა

05 05 2017 | ავტორი: admin
ვახტანგ ყოლბაია ლიუბლიანის უნივერსიტეტის პროფესორებს შეხვდა
საზოგადოება
0

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ლიუბლიანის უნივერსიტეტის პროფესორებს შეხვდა.

შეხვედრას ლიუბლიანის უნივერსიტეტის პროფესორები იანეზ კრანცი, დამიან კორაშეცი, ვიდ იანკულინი, ტადეია ერე იანკულინი, იდა მაცეკ კრანცი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის აპარატის უფროსი ავთანდილ ხაზალია, სოხუმის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი, დეკანი ვეფხვია გვარამია და მოწვეული პროფესორი ოთარ ბენიძე ესწრებოდნენ.

ვახტანგ ყოლბაიამ გააცნო ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა,  ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობასა და განათლების სფეროში განხორციელებულ პროექტებზე .

ასევე, შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობასა და გეგმებზე ისაუბრეს.