უახლესი ამბები

უკრაინის მოქალაქეებისთვის 11 ივნისიდან შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა ამოქმედდება

04 06 2017 | ავტორი: admin
უკრაინის მოქალაქეებისთვის 11 ივნისიდან შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა ამოქმედდება
გარესამყარო
0

უკრაინის მოქალაქეებისთვის 11 ივნისიდან უკრაინასა და შენგენის ზონის ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმი ამოქმედდება. ევროკავშირის რეგულაციის თანახმად, ბიომეტრიული პასპორტის მქონე უკრაინის მოქალაქეები მოკლევადიანი ვიზიტების განხორციელებას ვიზების გარეშე შეძლებენ.

უკრაინამ ვიზალიბერალიზაციაზე მოლაპარაკებები 2008 წელს დაიწყო და 2015 წლის ბოლოს ევროკომისიის დადებითი დასკვნა მიიღო. ორგანიზაცია ბოლო ორი წლის განმავლობაში პროცესის გაჭიანურების მიზეზად შიდა ინსტიტუციონალურ მოლაპარაკებებს ასახელებდა. თუმცა იყვნენ ორგანიზაციის ისეთი წევრებიც, რომლებისთვისაც კორუფციის წინააღმდეგ უკრაინაში გატარებული ღონისძიებები საკმარისი არ იყო.

ევროპული საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ჩაიწერა, რომ მიგრაციის გაზრდის შემთხვევა შესაძლებელია უვიზო რეჟიმის დროებითი შეჩერების მიზეზად იქცეს. გამკაცრებული წესების მიხედვით, ევროკომისიამ ყოველწლიური ანგარიში უნდა მოამზადოს.

უვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით, კიევსა და ბრიუსელში სპეციალური ღონისძიებებია დაგეგმილი. 13 ივლისს უკრაინა-ევროკავშირის სამიტი გაიმართება. შეხვედრაზე უკრაინის ხელისუფლება, ევროპელ პარტნირებთან ერთად, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, ნორმანდიული ფორმატის მოლაპარაკებებს, მინსკის შეთანხმებას და ნოემბერში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს განიხილავს.