საქართველოს პარლამენტში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებული კონსტიტუციის პროექტის განხილვა იწყება.
დეპუტატები ცვლილებებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ, სადაც კანონმდებლებს პროექტს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გააცნობს.
საკანონმდებლო ორგანო ცვლილებების პირველი-მეორე მოსმენით მიღებას ივნისის ბოლომდე გეგმავს, ხოლო მესამე მოსმენით მიღება სავარაუდოდ საშემოდგომო სესიაზე – დეკემბრის ბოლომდე მოხდება.
საკონსტიტუციო ცვლილებები უკვე განხილულია საყოველთაო-სახალხო განხილვების ფორმატში. ქვეყნის მასშტაბით ცვლილებებზე ერთი თვის განმავლობაში იმსჯელეს და პროექტის განხილვის მეორე ეტაპიც გაიმართა.