უახლესი ამბები

რუსმა ოკუპანტებმა შიდა ქართლში 35 წლის მამაკაცი გაიტაცეს

05 06 2017 | ავტორი: admin
რუსმა ოკუპანტებმა შიდა ქართლში 35 წლის მამაკაცი გაიტაცეს
კონფლიქტები
0

რუსმა ოკუპანტებმა შიდა ქართლში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს. გატაცებული სოფელ ბერშუეთის მკვიდრი 35 წლის მიხეილ ბიძინაშვილია.

მიხეილ ბიძინაშვილი ამ დროისთვის ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი.

როგორც დაკავებულის თანასოფლელები ყვებიან, ის სოფლის საძოვრებზე საქონელს მწყემსავდა, რა დროსაც ის რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა დააკავა.