უახლესი ამბები

ეგზიტპოლის მონაცემებით, ბრიტანეთის პარლამენტში კონსერვატორებმა უმრავლესობა ვერ მოიპოვეს

09 06 2017 | ავტორი: admin
ეგზიტპოლის მონაცემებით, ბრიტანეთის პარლამენტში კონსერვატორებმა უმრავლესობა ვერ მოიპოვეს
გარესამყარო
0

გაერთიანებულ სამეფოში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დასრულდა. ეგზიტპოლების მონაცემებით, არჩევნებში გამარჯვება კონსერვატორებმა მოიპოვეს, თუმცა მათ საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლეს.

ამჟამინდელი მონაცემებით, კონტერვატორები 318 ადგილს მიიღებენ, ლეიბორისტები 262-ს, ხოლო ლიბერალ-დემოკრატები 13-ს. საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად პარტიას 326 ადგილი სჭირდება.