უახლესი ამბები

ბოლნისში მცხოვრებ დევნილთათვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა

10 06 2017 | ავტორი: admin
ბოლნისში მცხოვრებ დევნილთათვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა
რეგიონები
0

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ქალაქ ბოლნისში მცხოვრებ დევნილთათვის „ახალ სამედიცინო ცენტრში“ უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა. აქცია სამოქალაქო განვითარების ფონდის ინიციატივითა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა.

გამოკვლევებში მონაწილეობას იღებდნენ 15 სხვადასხვა წამყვანი კლინიკის სპეციალისტები.  მოქალაქეებმა მიიღეს  კარდიოლოგის, რევმატოლოგის, გინეკოლოგის, დერმატოლოგის, ტრავმატოლოგის, სახსრების ექიმის, ოფთალმოლოგის, ოტორინოლარინგოლოგის, უროლოგის, ფიზიატრის, ნევროპათოლოგის, ენდოკრინოლოგის, ჰეპატოლოგის, პედიატრის, თერაპევტისა და ალერგოლოგის მომსახურება. გარდა ამისა, აფხაზეთიდან დევნილ პირებს უფასოდ გადაეცად მრავალი დასახელების მედიკამენტი.

გამოკვლევებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თენგიზ კვირტია და ბოლნისი მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ვალენტინა ნავერიანი ესწრებოდნენ.