უახლესი ამბები

პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს

22 06 2017 | ავტორი: admin
პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს
პოლიტიკა
0

საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს.

დღევანდელ რიგგარეშე სხდომას, სადაც ამ წუთებში, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე წარადგენს, პროტესტის ნიშნად, საპარლამენტო ოპოზიცია არ ესწრება.

ირაკლი კობახიძე დღევანდელ სხდომაზე კონსტიტუციის იმ ნაწილს წარადგენს, რომელიც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ეხება.

სპიკერის განმარტებით, ახალ კონსტიტუციაში სტრუქტურა მთლიანად შეცვლილია და თუ მოქმედი კანონი დაახლოებით 30 მუხლს აერთიანებდა, ახალ რედაქციაში სულ ხუთი მუხლია, რომელიც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასთან დაკავშირებით საკითხებს აწესრიგებს.

გუშინ, საპარლამენტო ოპოზიციამ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას ბოიკოტი გამოუცხადა. დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, კონსტიტუციური ცვლილებების პირველი მოსმენით მიღება იგეგმება. ცვლილებების მიღებას 113 ხმა სჭირდება.