უახლესი ამბები

ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა აჭარისა და სამეგრელოს რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებთან შეხვედრები გამართეს

27 06 2017 | ავტორი: admin
ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა აჭარისა და სამეგრელოს რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებთან შეხვედრები გამართეს
რეგიონები
0

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და სამეგრელოს რეგიონში იმყოფებოდნენ და აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს.

შეხვედრები გაიმართა ბათუმში (აფხაზეთის ქუჩა, „ბენზე”), ფოთსა (ახალი რაიონი) და   ზუგდიდში (ლაღიძის ქუჩა) დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან.

ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებთან ერთად ადგილზე გაეცნენ დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობებს და მათი პრობლემები მოისმინეს.

სამივე კომპაქტურ ჩასახლებაში აფხაზეთიდან დევნილებთან საუბარი შეეხო მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურასა და კომუნიკაციებს, აგრევე ჯანდაცვისა და დასაქმების სფეროში არსებულ პრობლემებს.

აფხაზეთის მთავრობა დევნილებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად პრობლემების მოგვარების პროცესში აქტიურად ჩართვას და მათ მოგვარებას დაპირდა.

მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად აფხაზეთიდან დევნილებთან შეხვედრებზე იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი მურმან ფარფალია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში დავით გვაძაბია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე.