უახლესი ამბები

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის სამხედრო წვრთნები იწყება

28 06 2017 | ავტორი: admin
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის სამხედრო წვრთნები იწყება
კონფლიქტები
0

აფხაზეთში დისლოცირებული რუსეთის საოკუპაციო ძალების ოკუპირეწოკუპირემე-7 სამხედრო ბაზის ხელმძღვანელობა ფართომასშტაბიანი ე.წ. ერთობლივი წვრთნების ჩატარებას გეგმავს. სწავლების მიზანი ოკუპირებული რეგიონის სამხრეთ-დასავლეთში, შესაძლო აგრესიასთან გამკლავება და თავიდან აცილებაა. ინფორმაციას ამის შესახებ  ოკუპირებული აფხაზეთის მედიასაშუალებები ავრცელებენ  რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის პრესსამსახურზე დაყრდნობით. 

„შესაბამისი ძალებისა და საშუალებების მოზიდვით, გაერთიანებული დაჯგუფება შეიმუშავებს გეგმას, პოტენციური მოწინააღმდეგის თავდასხმის თავიდან ასაცილებლად – ეს იქნება ზღვიდან თუ სხვა ნებისმიერი შესაძლო მიმართულებებიდან დღის და ღამის რეჟიმში. მიმდინარე წელს დაგეგმილია, სულ 100-ზე მეტი სწავლება, როგორც რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის ბაზებზე, ასევე ერთობლივი წვრთნები“, – ნათქვამია რუსული მე-7 სამხედრო ბაზის პრესსამსახურის განცხადებაში.

ე.წ. ერთობლივი წვრთნები ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო სამხედრო დანაყოფისა და რუსული საჯარისო ნაწილების ერთობლივ სწავლებას გულისხმობს, რასაც 2016 წელს ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაერთიანებული სამხედრო დანაყოფის შექმნის შესახებ ხელმოწერილი ე.წ. შეთანხმება ითვალისწინებს.

 მიმდინარე წლის გაზაფხულიდან ოკუპირებულ რეგიონში არაერთი ე.წ. სწავლება ჩატარდა. მათ შორის, დესანტის მoნაწილეობით. რუსული სამხედრო მოსამსახურეების წვრთნაში გამოყენებული იყო შეიარაღების ახალი მოდელები, ჩართული იყო 300 სამხედრო მოსამსახურე და 40 ერთეული ტექნიკა.