უახლესი ამბები

ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის მთავრობის წევრები კოლხური ბზის სანერგე მეუნეობაში იმყოფებოდნენ

28 06 2017 | ავტორი: admin
ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის მთავრობის წევრები კოლხური ბზის სანერგე მეუნეობაში იმყოფებოდნენ
რეგიონები
0

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები სოფელ რუხში მდებარე კოლხური ბზის სანერგე მეუნეობაში იმყოფებოდნენ.

სასათბურე მეურნეობაში განხორციელდა დაფესვიანებული კოლხური ბზის ნერგების გამოტანა და ღია სივრცეში განთავსება, რითაც დასრულდა სსიპ „გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტებისა“ და კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის (CENN) ერთობლივი პროექტის „კოლხური ბზის საბაზისო სანერგე მეურნეობა” პირველი ეტაპი. პროექტი ხორციელდება კოლხური ბზის გადარჩენის ეროვნული სამთავრობო სამოქმედო გეგმის ფარგლებში და გულისხმობს „წითელ წიგნში” შეტანილი ამ უნიკალური სახეობის ნერგების გამოყვანას თანამედროვე მიდგომების გამოყენებით.