სააგენტო „აპსნიპრესის“ ცნობით დე ფაქტო აფხაზეთის ვაჭრობისა და ბიზნესის პალატამ ინდოეთის ვაჭრობისა და ბიზნესის პალატასთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა. აღნიშნული ხელშეკრულება დე ფაქტო აფხაზეთის ინდოეთის ბიზნეს წრეებში მუშაობის საშუალებას მისცემს.
ინდოეთის ვაჭრობისა და ბიზნსის პალატა ASSOCHAM-ი 1920 წელს შეიქმნა და სავაჭრო ასოციაციების ოთხასზე მეტ პალატას აერთიანებს. ის ემსახურება ოთხას მილიონზე მეტ ბიზნესმენს ინდოეთში.