უახლესი ამბები

ანატოლი ბიბილოვი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას გეგმავს

05 07 2017 | ავტორი: admin
ანატოლი ბიბილოვი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას გეგმავს
კონფლიქტები
0

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი პირველი ე.წ. ოფიციალური ვიზიტით ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას გეგმავს – ინფორმაციას ამის შესახებ ოკუპირებული რეგიონის მედიასაშუალებები ავრცელებენ.

7 ივლისს ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ლიდერები მოლაპარაკებებს გამართავენ. იგეგმება ე.წ. ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებისა და პერსპექტივების განხილვა.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. დელეგაციის შემადგენლობაში დე ფაქტო პრეზიდენტთან ერთად იქნებიან დეფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი, დე ფაქტო კულტურის მინისტრი ჟანა ზასეევა, ე.წ. გენერალური პროკურორი ურუზმაგ ჯაგაევი, ე.წ. უსაფრთხოების კომიტეტის (ე.წ. კაგებე) ხელმძღვანელი ვიქტორ შარგაევი, და დეფაქტო საზოგადოებრივი პალატის თავმჯდომარე ანატოლი ჯიჯოევი.