უახლესი ამბები

თურქეთის პოლიციამ „ისლამური სახელმწიფოს“ ექვსი წევრი დააკავა

05 07 2017 | ავტორი: admin
თურქეთის პოლიციამ „ისლამური სახელმწიფოს“ ექვსი წევრი დააკავა
გარესამყარო
0

თურქეთში პოლიციამ ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ექვსი წევრი დააკავა.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ისინი თავდასხმას თურქეთის ოპოზიციის მიერ მოწყობილი საპროტესტო მარშის დროს გეგმავდნენ.

ოპოზიციის საპროტესტო აქცია ივნისში გაიმართა. მისი ორგანიზატორი თურქეთის მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი კემალ კირიჩდაროღლუ იყო. აქციის მონაწილეებმა ანკარიდან სტამბოლში 425 კილომეტრი ფეხით გაიარეს. ამ გზით მანიფესტანტებმა ოპოზიციონერი დეპუტატის დაკავება გააპროტესტეს.