უახლესი ამბები

აშშ-ში სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა

11 07 2017 | ავტორი: admin
აშშ-ში სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა
გარესამყარო
0

აშშ-ის შტატ მისისიპიში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, ბოლო ინფორმაციით, დაღუპა 16 ადამიანი.

თვითმფრინავი, რომელმაც კატასტროფა განიცადა, საბრძოლო მასალით იყო დატვირთული. ამის გამო, სამაშველო სამსახურებს თვითმფრინავთან მიახლოება გაუჭირდათ.

ტელეკომპანია „NBC“-ს ინფორმაციით, თვითმფრინავი ტენესის შტატიდან მიფრინავდა და ქალაქ ჯექსონის სიახლოვეს ჩამოვარდა. რამ გამოიწვია ავიაკატასტროფა, ამ დროისთვის, უცნობია. მის ბორტზე სამხედრო პირები იმყოფებოდნენ.