საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დე ფაქტო აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ყირიმის სცენარის გამეორების ვარაუდბს BBC-თან ინტერვიუში ეხმაურება.
„აფხაზეთში აბსოლიტურად განსხვავებული სიტუაციაა, ვიდრე ყირიმში. თუ შევადარებთ აფხაზეთის, ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და ყირიმში არსებულ ვითარებას ძალინ დიდი შეცდომა მოგვივა. ამ ორ დე-ფაქტო ე.წ. სახელმწიფოს სურვილი ჰქონდათ დამოუკიდებლობა მოეპოვებინათ. რუსეთმა აღიარა ორი დე-ფაქტო წარმონაქმნის დამოუკიდებლობა. ამის შემდეგ პროგრესს ადგილი არ ჰქონია იმიტომ, რომ ორივე ტერიტორია გახლავთ საქართველოს ნაწილი და ჩემი თვალსაზრისით რუსეთი არ არის დაინტერესებული ორივე ტერიტორიის მიერთებით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.