უახლესი ამბები

2024 და 2028 წლების ზაფხულის ოლიმპიადების მასპინძელი ქალაქები ცნობილია

12 07 2017 | ავტორი: admin
2024 და 2028 წლების ზაფხულის ოლიმპიადების მასპინძელი ქალაქები ცნობილია
სპორტი
0

შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის რიგგარეშე სესია გაიმართა, სადაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ერთდროულად აირჩევენ 2024 და 2028 წლების ზაფხულის ოლიმპიადების მასპინძელ ქალაქებს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „AFP“ ავრცელებს.

არჩევნები პერუს დედაქალაქ ლიმაში 13 სექტემბერს გაიმართება. დიდი ალბათობით, 2024 და 2028 წლების თამაშებს პარიზი და ლოს ანჯელესი უმასპინძლებენ, ოღონდ მათი თანმიმდევრობა სწორედ ლიმაში გაირკვევა.