უახლესი ამბები

დონალდ ტრამპი: პუტინი უპირატესობას თეთრ სახლში ჰილარი კლინტონის ნახვას მიანიჭებდა

13 07 2017 | ავტორი: admin
დონალდ ტრამპი: პუტინი უპირატესობას თეთრ სახლში ჰილარი კლინტონის ნახვას მიანიჭებდა
გარესამყარო
0

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ის რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინს „შესანიშნავად შეეწყო“.

წინა კვირაში ისინი ჰამბურგში გამართული „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში შეხვდნენ ერთმანეთს.

„ხალხი ამბობდა: ოი, ისინი ვერ უნდა შეეწყონ ერთმანეთს. და ამას ვინ ამბობს? მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან, ძალიან კარგად შევეწყვეთ ერთმანეთს, – განაცხადა ტრამპმა ტელეკომპანია „CBN“-სთვის მიცემულ ინტერვიუში. – ჩვენ ძალიან ძლიერი ბირთვული სახელმწიფო ვართ და ისინიც აგრეთვე. ყოველგვარ აზრს მოკლებულია ის, რომ ერთმანეთთან საერთოდ არანაირი ურთიერთობა არ გვქონდეს“.

ტრამპმა პუტინთან წარმატებული თანამშრომლობის მაგალითად, სირიის სამხრეთ-დასავლეთში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მოიყვანა.

ტრამპის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ პუტინს აშშ-ის პრეზიდენტად ჰილარი კლინტონის ნახვა ერჩია.

„ჰილარის გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი ჯარიდან აღარაფერი დარჩებოდა, – თავისი მოსაზრება გამოხატა ტრამპმა. – ენერგომატარებლების ფასი ბევრად უფრო მაღალი გვექნებოდა. აი რა არ მოსწონს პუტინს ჩემში და ამიტომ ვკითხულობ: რატომ უნდა მომანიჭოს მან მე უპირატესობა?“

ამ დროისათვის გამოძიების ფედერალური ბიურო და ამერიკის კონგრესი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის სასარგებლოდ რუსეთის სავარაუდო ჩარევის საქმეს იძიებენ.

თავად ტრამპი აცხადებს, რომ მან ამის შესახებ არაფერი იცის, ხოლო ოფიციალური მოსკოვი ჩარევის ფაქტს უარყოფს.

წყარო:BBC