უახლესი ამბები

თურქეთი მზად არის რუსეთისგან С-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო დანადგარები შეიძინოს

14 07 2017 | ავტორი: admin
თურქეთი მზად არის რუსეთისგან С-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო დანადგარები შეიძინოს
გარესამყარო
0

თურქეთი მზად არის რუსეთისგან С-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო დანადგარები 2.5 მილიარდ დოლარად შეიძინოს, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „Bloomberg“, თურქ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, მომავალი წლისთვის ანკარა С-400 ტიპის 2 ბატარეას მიიღებს, მოგვიანებით კი ქვეყანაში ამდენივე საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი აიგება.

„როსაბარონექსპორტის” წარმომადგენლები აღნიშნულ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ. ანკარას საზენიტო-სარაკეტო დანადგარების შეძენა ადრეც სურდა, თუმცა შეთანხმება ნატო-ს პოზიციის გამო ვერ შედგა.

თურქეთს ასევე უარის თქმამ მოუწია ჩინეთისგან მსგავსი ტიპის სისტემების შეძენაზეც.