უახლესი ამბები

აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებმა ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება შეაფასეს

14 07 2017 | ავტორი: admin
აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებმა ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება შეაფასეს
საქართველო და გარესამყარო
0

დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება შეაფასა. ამერიკელი დიპლომატი სოფელ ყარაფილაში იმყოფებოდა.

იან კელის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საზღვრების ცალმხრივად შეცვლა მიუღებელია და ვაშინგტონი ამას არასდროს აღიარებს.

საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთა ევროკავშირის ელჩმაც.  იანოშ ჰერმანის განცხადებით, ევროკავშირი პრინციპულ პოზიციაზე დგას და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებებს კი გმობს.