უახლესი ამბები

დღეს ბრაზილიაში მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი იწყება

12 06 2014 | ავტორი: admin
დღეს ბრაზილიაში მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი იწყება
საზოგადოება
0

მსოფლიოს 2014 წლის საფეხბურთო ჩემპიონატი ბრაზილიაში დღეს აიღებს სტარტს. ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ცერემონია ქალაქ სან-პაულუში, „კორინთიანსის“ სტადიონზე გაიმართება, სადაც ერთმანეთს მასპინძელი ბრაზილიის ნაკრები და ხორვატია დაუპირისპირდებიან.

მატჩი თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება. ფინალური მატჩი კი 13 ივლისს, რიო-დე-ჟანეიროში, ლეგენდალურ „მარაკანაზე“ გაიმართება. გახსნის ცერემონიალს 600-ზე მეტი მონაწილე ეყოლება.

ბრაზილიაში მსოფლიო ჩემპიონატი მეორედ გაიმართება. ქვეყანამ პირველად 1950 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა. არგენტინა 1978-ის შემდეგ, 2014 წლის გათამაშება სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე ჩატარებული პირველი ჩემპიონატი იქნება. ტურნირის მასპინძელი ქალაქებია: მანაუსი, კუიაბა, ბრაზილია, ფორტალეზა, ნატალი, რესიფი, სალვადორი, ბელუ-ორიზონტი, რიო-დე-ჟანეირო, კურიტიბა, პორტუ-ალეგრი და სან-პაულუ.