უახლესი ამბები

პრეზიდენტის სასახლეში პეტრო პოროშენკოს დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

18 07 2017 | ავტორი: admin
პრეზიდენტის სასახლეში პეტრო პოროშენკოს დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
პოლიტიკა
0

უკრაინის პრეზიდენტისა და პირველი ლედის სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონიით დაიწყო.

ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში შესრულდა საქართველოსა და უკრაინის სახელმწიფო ჰიმნები, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილმა და პეტრო პოროშენკომ საქართველოს სახელმწიფო დროშას მიაგეს პატივი და ერთმანეთს სახელმწიფო დელეგაციები წარუდგინეს.

ოფიციალური დახვედრის ცერემონიაში საქართველოს პირველი ლედის მაკა ჩიჩუა და უკრაინის პირველი ლედიც მონაწილეობდნენ.