უახლესი ამბები

2017 წლის 19 ივლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

19 07 2017 | ავტორი: admin
2017 წლის 19 ივლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა
პოლიტიკა
0

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგის ხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

სხდომაზე მოისმინეს ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმისა და 2018-2021 წწ. პრიორიტეტების დოკუმენტის შესახებ, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ  პირთა – დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გამცემი კომისიებისა და საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სახის სარემონტო სამუშაოების განსაზღვრის მიზნით შექმნილი კომისიების მიერ 2017 წლის 6 თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შედეგები.

სსიპ – აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტაჟირების, კვლიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრ „ბიზნესინკუბატორის“  დირექტორმა ალუ გამახარიამ წარმოადგინა გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია.