საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი ერიტრეასა და დე ფაქტო აფხაზეთს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულების ხელმოწერის ფაქტს ეხმაურება.
„ჩვენ ამ პროცესებს ვაკონტროლებთ, ჩვენთვის ცნობილი იყო, რომ აფხაზეთში მათი ჩასვლა იყო დაგეგმილი, გამომდინარე იქედან, რომ ერიტრეის დელეგაციას ჰქონდა მანამდე შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ერიტრეას აქვს ძალიან სერიოზული, მწვავე პრობლემები სანქციებთან დაკავშირებით, ასევე ეკონომიკური პრობლემები და ცდილობენ ეს აიცილონ თავიდან.
უფრო მეტიც, ჩვენ შეჩერებული გვაქვს აღიარების პროცესი, თუკი 2012 წლის ოქტომბრამდე ხუთ ქვეყანას ჰქონდა აღიარებული ე.წ. აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ორმა ქვეყანამ უკან წაიღო და ეს პროცესი შენელდა. მინდა დავარწმუნო ყველა, რომ ამ რეგიონებს აღიარების პერსპექტივა არ აქვთ“,- განაცხადა ზალკალიანმა.