უახლესი ამბები

ქალაქ დიორში ევროპის XIV ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიხსნა

24 07 2017 | ავტორი: admin
ქალაქ დიორში ევროპის XIV ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიხსნა
სპორტი
0

უნგრეთის ქალაქ დიორში ევროპის XIV ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიხსნა.

უნგრეთის ქალაქმა დიორმა მასპინძლის ესტაფეტა 2015 წელს თბილისისგან მიიღო.

წლევანდელი ფესტივალის პროგრამაში სპორტის 10 სახეობაა შეტანილი, დიორში წარგზავნილი 33 ქართველი სპორტსმენი კი შვიდ სახეობაში მიიღებს მონაწილეობას.

ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს სამი ქართველი მსაჯი – რუსუდან სიხარულიძე და ბესარიონ გამსახურდია სპორტულ ტანვარჯიშში, ხოლო მერაბ ლოსეურაშვილი ძიუდოში მოემსახურება.

ფესტივალი 23 ივლისს საზეიმოდ გაიხსნა. საქართველოს გუნდის მედროშე კი კადეტთა შორის ევროპის წლევანდელი ჩემპიონი ძიუდოისტი სოფიო სომხიშვილი იყო.