უახლესი ამბები

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა

28 07 2017 | ავტორი: admin
ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა
გარესამყარო
0

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა, 98 ხმით ორის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც რუსეთს, ირანსა და ჩრდილოეთ კორეას ახალ სანქციებს უწესებს.

რამდენიმე დღის წინ აღნიშნული კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატამ ასევე ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.

კანონპროექტის მიღებას თეთრი სახლი ეწინააღმდეგებოდა.

დოკუმენტი ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გადაეგზავნება, რომელსაც ვეტოს გამოყენების უფლება აქვს.