დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.
სხდომაზე მოისმინეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიშის შესახებ. აგრეთვე მოისმინეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს 2016-17 სასწავლო წლის შედეგებისა და 2017-18 სასწავლო წლის მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია.