უახლესი ამბები

ვაზიანში საერთაშორისო სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი 2017“ დაიწყო

30 07 2017 | ავტორი: admin
ვაზიანში საერთაშორისო სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი 2017“ დაიწყო
საქართველო და გარესამყარო
0

ვაზიანში საერთაშორისო სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი 2017“ დაიწყო. ნატო-სა და მისი მოკავშირე ქვეყნის ჯარისკაცებთან ერთად სწავლებაში ქართველი სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ. 

მრავალეროვნული სწავლების მიზანს, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, ნატო-ს ძალებთან და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ქვედანაყოფებთან ურთიერთთავსებადობის გაზრდა წარმოადგენს.

საველე წვრთნების დროს, ქართული სამხედრო ქვედანაყოფები უცხოელ ჯარისკაცებთან ერთად სხვადასხვა საბრძოლო ამოცანებს და დავალებებს შეასრულებენ.

ფართომასშტაბიანი სწავლება, რომელიც უკვე მესამედ იმართება, 12 აგვისტომდე გაგრძელდება.