უახლესი ამბები

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოშია

31 07 2017 | ავტორი: admin
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოშია
გარესამყარო
0

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის თვითმფრინავი რამდენიმე ცოტახნის წინა დაეშვა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია იმართება. მაიკ პენსსა და მის მეუღლეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მეუღლესთან ერთად დახვდა. 

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი საქართველოს 2-დღიანი ვიზიტით ეწვია.

დღეს, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, მეუღლესთან და დელეგაციასთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლებს. ვახშამს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც დაესწრება.

ხვალ, 1 აგვისტოს კი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრისა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრა გაიმართება. შეხვედრის შემდეგ კი, პრესისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.

ამასთან, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი სწავლების „ღირსეული პარტნიორის“ მონაწილე სამხედროებს შეხვდება.

მაიკ პენსს ასევე, შეხვედრები აქვს დაგეგმილი საქართველოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტი საქართველოში 1 აგვისტოს დასრულდება.