უახლესი ამბები

რუსეთ-საქართველოს ომის მე-9 წლისთავზე ვლადმიერ პუტინი აფხაზეთში ჩასვლას გეგმავს

02 08 2017 | ავტორი: admin
რუსეთ-საქართველოს ომის მე-9 წლისთავზე ვლადმიერ პუტინი აფხაზეთში ჩასვლას გეგმავს
კონფლიქტები
0

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 8 აგვისტოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას გეგმავს.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ე.წ. ვიზიტის მოსამზადებელ პროცესთან დაკავშირებით, საინფორმაციო სააგენტო „RBK.RU“-ს რუსმა და დეფაქტო აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა შეატყობინეს.

„ე.წ. ვიზიტის პროგრამა მოკლეა, მხოლოდ დეფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასთან მოლაპარაკებები“,- წერს გამოცემა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა კი ე.წ. ვიზიტის თარიღების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.

„ვიზიტის შესაძლებლობისა და თარიღების დამუშავება ჯერ დიპლომატიური არხების მეშვეობით განიხილება“, – განაცხადა მან.

პრეზიდენტ პუტინის ე.წ. ვიზიტი 2008 წლის 8 აგვისტოს ომის მე-9 წლისთავს ემთხვევა. სწორედ ომის შემდეგ, რუსეთმა ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა და 2014 წელს დეფაქტო ლიდერთან, რაულ ხაჯიმბასთანმეკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ ე.წ. ხელშეკრულება გააფორმა.

2015 წელს კი „მეკავშირეობისა და ინტეგრაციის“ ხელშეკრულება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონთან გაფორმდა.