უახლესი ამბები

ავღანეთში ტერაქტს 20 ადამიანი ემსხვერპლა

02 08 2017 | ავტორი: admin
ავღანეთში ტერაქტს 20 ადამიანი ემსხვერპლა
გარესამყარო
0

ავღანეთის ქალაქ ჰერათში, მეჩეთში აფეთქების შედეგად მინიმუმ 20 ადამიანი დაიღუპა და ათობით ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ „BBC“ ავრცელებს.

აფეთქება მეჩეთის შესასვლელ ნაწილში განახორციელეს.

​როგორც „Associated Press“-ის ერთ-ერთმა ექიმმა განუცხადა, საავადმყოფოში 20 ადამიანი გადაიყვანეს.

ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებით, აფეთქება შეიძლება მანქანაში დამალულმა ბობმა გამოიწვია. მათი თქმით, ამ დროისათვის 10 ადამიანია დაჭრილი.