უახლესი ამბები

აზიის ქვეყნების სამიტის ფარგლებში რექს ტილერსონისა და სერგეი ლავროვის შეხვედრა გაიმართება

06 08 2017 | ავტორი: admin
აზიის ქვეყნების სამიტის ფარგლებში რექს ტილერსონისა და სერგეი ლავროვის შეხვედრა გაიმართება
გარესამყარო
0

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დღეს სერგეი ლავროვს შეხვდება. რექს ტილერსონი მანილაში ჩავიდა და ფილიპინებზე მიმდინარე აზიის ქვეყნების სამიტს დაესწრება. 

აშშ-ის პირველი დიპლომატი უკვე შეხვდა თავის სამხრეთ კორეელ კოლეგას. ის ასევე იმყოფებოდა მანილას სასაფლაოზე, სადაც მეორე მსოფლიო ომში დაღუპული 17 ათასი ამერიკელი და ფილიპინელი არის დაკრძალული. 

უკვე ცნობილია, რომ ტილერსონის ვიზიტის დროს მთავარი განსახილველი საკითხი ჩრდილოეთ კორეა იქნება. ასევე დაგეგმილია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პირველი მოლპარაკებები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან. 

ეს ტილერსონისა და ლავროვის პირველი შეხვედრა იქნება, მას შემდეგ რაც აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შესახებ კანონს ხელი მოაწერა.