რუსეთის პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. სააგენტო „სპუტნიკის“ ცნობით, ვლადიმერ პუტინი ამ წუთებში ბიჭვინთაში დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასთან მართავს შეხვედრას.
შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს, რის შემდეგაც პუტინი და ხაჯიმბა ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
მედიის ცნობით შეხვედრაზე დაგეგმილია ჯანდაცვის სფეროში შეთანხმების გაფორმება, რაც აფხაზეთში მუმდივად მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების დაზღვევას შეეხება.