უახლესი ამბები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარების უკან წაღებისაკენ მოუწოდებს

10 08 2017 | ავტორი: admin
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარების უკან წაღებისაკენ მოუწოდებს
გარესამყარო
0

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ოკუპირებულ აფხაზეთში ვლადიმერ პუტინის ვიზიტს ეხმაურება და ხაზს უსვამს, რომ ეს ეწინააღმდეგება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პრინციპებს.

„ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონ აფხაზეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ვიზიტს აფასებს შეუსაბამოდ და შეუთავსებლად ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებთან, რომელის თანამონაწილეც არის რუსეთი. 

აშშ სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და გმობს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის აღიარებას.

აშშ მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს თავისი ჯარები ომამდელ პოზიციებზე, როგორც ამას 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს და უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარება“, – აღნიშნულია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.