უახლესი ამბები

საქართველოს თავდაცვის მინისტრი დღეს ავღანეთში ჩადის

13 08 2017 | ავტორი: admin
საქართველოს თავდაცვის მინისტრი დღეს ავღანეთში ჩადის
გარესამყარო
0

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დღეს ავღანეთში ჩავა და 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს უმცროსი სერჟანტის, მდინარი ბებიაშვილის დაღუპვას პირადად მიუსამძიმრებს, -ამის შესახებ ლევან იზორიამ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისივე ინფორმაციით, ავღანეთიდან გერმანიაში გაემგზავრება და ავღანეთში მომხდარი თავდასხმისას დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს მოინახულებს.

საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აპრილიდან ასრულებდა. ის 3 აგვისტოს ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას თავდასხმის შედეგად დაიღუპა.