უახლესი ამბები

ნიგერიაში ტერაქტს 27 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

16 08 2017 | ავტორი: admin
ნიგერიაში ტერაქტს 27 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
გარესამყარო
0

27 ადამიანი დაიღუპა და ათობით მძიმედ დაშავდა ნიგერიის ქალაქ მაიდუგურიში მომხდარი აფეთქების შედეგად.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრთან თვითმკვლელმა ქალმა ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა.

მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას აუღია.