უახლესი ამბები

ბარსელონაში მომხდარ ტერაქტს 13 ადამიანი ემსხვერპლა

17 08 2017 | ავტორი: admin
ბარსელონაში მომხდარ ტერაქტს 13 ადამიანი ემსხვერპლა
გარესამყარო
0

რამდენიმე საათის წინ, ბარსელონაში ტერორისტული თავდასხმა მოხდა. რამბლას მოედანზე ფურგონი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა.

კატალონიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით,  ბარსელონაში განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა 13 და 50-ზე მეტი დაშავდა. ესპანელმა სამართალდამცველებმა სავარაუდოდ, ერთ-ერთი ეჭვმიტანილის დაკავება შეძლეს.

მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.