უახლესი ამბები

ესპანეთის პოლიციამ მეორე ტერაქტის მცდელობა აღკვეთა

18 08 2017 | ავტორი: admin
ესპანეთის პოლიციამ მეორე ტერაქტის მცდელობა აღკვეთა
გარესამყარო
0

ესპანეთის პოლიციამ მეორე ტერაქტის მცდელობა აღკვეთა. „BBC“-ის ცნობითკამბრილსის  მუნიციპალიტეტში სამართალდამცველებმა სპეცოპერაციის შედეგად, ტერორისტული თავდასხმის მომზადებაში ეჭვმიტანილი ოთხი ადამიანი მოკლეს ხოლო, ერთი თავდამსხმელი დაჭრეს.

​ესპანური მედიის ცნობით, თავდამსხმელებმა შვიდი ადამიანი დაჭრეს, მათ შორის პოლიციელები.

ამასთან, ესპანურ მედიაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიციამ სავარაუდო ტერორისტები მას შემდეგ მოკლა, რაც კამბრილსში თავდამსხმელები მინივენით ფეხით მოსიარულეებს შეეჯახნენ, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

17 აგვისტოს, ბარსელონაში თავდასხმა მოხდა. რამბლას მოედანზე ფურგონი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

ტერაქტის შედეგად 100-ზე მეტია ადამიანი დაშავდა, დაღუპულია 13 ადამიანი.