უახლესი ამბები

ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება

22 08 2017 | ავტორი: admin
ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება
რეგიონები
0

ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება. სტიქიის ადგილზე 250 მეხანძრე-მაშველი მუშაობს. ცეცხლმოკიდებული ფერდობების მიმართულებით მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, რომლის მეშვეობითაც მისადგომების გასაკეთებლად ხდება გზის გაყვანა.

ვერტმფრენები მუშაობას დილიდანვე განაახლებენ. სამაშველო ოპერაციაში ორი ქართული, ერთი აზერბაიჯანული და ორი თურქული ვერტმფრენი ჩაერთვება.

სტიქიის ზონაში რჩებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საგანგებო შტაბის სხვა წევრები.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონის, ბორჯომის რაიონის, სოფელ დაბის ტერიტორიაზე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გადამწვარი ტყის ტერიტორიაზე ხანძარი 20 აგვისტოს გაჩნდა.

სახანძრო სამუშაოებს ართულებს გაძლიერებული ქარი და დაკვამლიანება, რაც ხელს უშლის მაშველებს ხილვადობაში.