უახლესი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი ბორჯომის ხეობაში ჩავიდა

23 08 2017 | ავტორი: admin
საქართველოს პრეზიდენტი ბორჯომის ხეობაში ჩავიდა
რეგიონები
0

საქართველოს პრეზიდენტი ბორჯომის ხეობაში ჩავიდა და ადგილზე გაეცნო იქ არსებულ მდგომარეობას. ამჯამად გიორგი მარგველაშვილი საგანგებო სიტუაციების მართვის საველე შტაბში იმყოფება.

შტაბში აგრეთვე შეკრებილნი არიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის წევრები.

გიორგი მარგველაშვილი პირადად მიიღებს ინფორმაციას სტიქიის ზონაში არსებული მდგომარეობისა და სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ.