უახლესი ამბები

საქართველოს საგარეო სამეთა მინისტრი გერმანიას ეწვია

26 08 2017 | ავტორი: admin
საქართველოს საგარეო სამეთა მინისტრი გერმანიას ეწვია
გარესამყარო
0

საქართველოს საგარეო სამეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გერმანიას ეწვია, სადაც შეხვედრას გამართავს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრთან მიხაელ როტთან. შეხვედრისას მხარეები განიხილავენ ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო ორმხრივ ურთიერთობებს, ყურადღება გამახვილდება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე. შეხვედრისას მხარეები ასევე ისაუბრებენ საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლის მიმდინარეობასა და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე.

გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე შეხვედრებს გამართავს ასევე ადგილობრივ ხელისუფლებასთან, კერძოდ ჰესენის სახელმწიფო მინისტრთან ფედერაციასთან ურთიერთობების და ევროპულ საკითხებში, ჰესენის პარლამენტის თავმჯდომარესთან. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება  საქართველოს ვიცე-პრემიერის შეხვედრა ფრანკფურტის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან.