უახლესი ამბები

ქარიშხალი „ირმა“ კარიბის ზღვის ქვეყნებსა და აშშ-ს უახლოვდება

06 09 2017 | ავტორი: admin
ქარიშხალი „ირმა“ კარიბის ზღვის ქვეყნებსა და აშშ-ს უახლოვდება
გარესამყარო
0

ქარიშხალი „ირმა“ კარიბის ზღვის ქვეყნებსა და აშშ-ს უახლოვდება.

სინოპტიკოსების ინფორმაცით, მეხუთე კატეგორიის ქარიშხალი ატლანტის ოკეანეში ბოლო ათწლეულების განმავლობაში წარმოქმნილი ყველაზე ძლიერი ქარიშხალია. ქარის სიჩქარე 295 კმ/სთ-ს აღწევს.

ქარიშხალი ამჟამად პუერტო-რიკოსა და დომინიკელთა რესპუბლიკის მიმართულებით მოძრაობს. რეგიონის ქვეყნებში და აშშ-ის ფლორიდის შტატში უკვე გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა.

აშშ-ის შესაბამისი სამსახური მოსახლეობას მოსალოდნელი საფრთხის შესახებ აფრთხილებს და სათანადო რეკომენდაციებით მიმართავს, რაც სურსათისა და სასმელი წყლის რამდენიმედღიანი მარაგის შევსებას ეხება.