უახლესი ამბები

ევროკავშირმა შესაძლოა თურქეთთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები შეაჩეროს ან შეწყვიტოს

06 09 2017 | ავტორი: admin
ევროკავშირმა შესაძლოა თურქეთთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები შეაჩეროს ან შეწყვიტოს
გარესამყარო
0

ევროკავშირმა შესაძლოა ოქტომბერში თურქეთთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები შეაჩეროს ან საერთოდ შეწყვიტოს. „სუდოიჩე ცაიტუნგის“ ცნობით, აღნიშნულის შესახებ გერმანიის კანცლერმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ევროკავშირის საბჭოს სხდომა 2017 წლის ოქტომბერში გაიმართება. მანამდე, ავსტრიის კანცლერმა ქრისტიან კერნმა განაცხადა, რომ თურქეთმა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით „ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა“.

თურქეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ გაუარესდა, როდესაც ოფიციალურმა ანკარამ მოქალაქეების დაკავებებისა და სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. ფაქტს ევროკავშირის მხრიდან მკაცრი კრიტიკა მოყვა.