უახლესი ამბები

მიხეილ სააკაშვილი ლვოვში იმყოფება

11 09 2017 | ავტორი: admin
მიხეილ სააკაშვილი ლვოვში იმყოფება
გარესამყარო
0

უკრაინული მედიის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ლვოვში იმყოფება, სადაც ის შუადღემდე დარჩება. მოგვიანებით ოდესის ყოფილი გუბერნატორი, მხარდამჭერებთან ერთად, კიევში გამგზავრებას გეგმავს.

ერთი დღით ადრე უკრაინა-პოლონეთის საზღვართან, შეგინის სასაზღვრო პუნქტთან, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფმა სააკაშვილის მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეიჭრნენ და სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს, რის შემდეგაც მიხეილ სააკაშვილი, მხარდამჭერებთან ერთად, ლვოვში ჩავიდა.