უახლესი ამბები

გაეროს უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეას სანქციები გაუმკაცრა

12 09 2017 | ავტორი: admin
გაეროს უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეას სანქციები გაუმკაცრა
გარესამყარო
0

გაეროს უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას ერთხმად დაუჭირა მხარი.

აშშ-ის მიერ შემუშავებულ რეზოლუციას გაერო-ს უშიშროების საბჭოს 15-ვე წევრმა მისცა ხმა.

რეზოლუციაში დამტკიცებამდე მნიშვნელოვანი კორექტივები შევიდა. კერძოდ, აშშ-მა უარი თქვა ჩრდილოეთ კორეაში ნახშირწყალბადის ექსპორტზე ემბარგოს დაწესებაზე. პროექტიდან ასევე ამოიღეს ქვეყნის ლიდერის, კიმ ჩენ ინის წინააღმდეგ მიმართული სამქციები. ამის ნაცვლად, შავ სიაში რამდენიმე სამხედრო მაღალჩინოსანი, მათ შორის ჩრდილოეთ კორეის შეიარაღებული ძალების მინისტრიც მოხვდა.

ასევე, დაწესდება შეზღუდვები ჩრდილოეთ კორეაში წარმოებული ტექსტილის ექსპორტზე. გარკვეულწილად შეიზღუდება ქვეყანაში ნავთობის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტების შეტანა, თუმცა ნედლი ნავთობის ექსპორტი აკრძალული არ არის.

გაეროში აცხადებენ, რომ ახალი სანქციების შედეგად, ჩრდილოეთ კორეა წელიწადში 2.7 მილიარდი დოლარის შემოსავალს დაკარგავს.

ფხენიანის წინააღმდეგ სანქციები მას შემდეგ გამკაცრდა, რაც ჩრდილოეთ კორეამ რიგით მეექვსე ბირთვული  ცდა ჩაატარა.