უახლესი ამბები

ქარიშხალი „ირმა“ აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ შტატებს დაატყდა თავს

12 09 2017 | ავტორი: admin
ქარიშხალი „ირმა“ აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ შტატებს დაატყდა თავს
გარესამყარო
0

ამერიკის შეერთებულ შტატებში ქარიშხალ „ირმას“ ცხრა ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიამ ყველაზე მეტად ფლორიდა დააზარალა.

შტორმი ასევე მძვინვარებს ჯორჯიის, სამხრეთ კაროლინისა და ალაბამას შტატებში. ფლორიდაში, ქარიშხლის გამო, ელექტროენერგია არ მიეწოდება 6,7 მილიონ აბონენტს. ერთ მილიონამდე აბონენტია დარჩენილი ელექტროენერგიის გარეშე ჯორჯიის შტატში.

ფლორიდაში, ქარიშხალ „ირმას“გამო, ხელისუფლებამ 6,5 მილიონი ადგილობრივი მცხოვრების ევაკუაციის განკარგულება გასცა. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, ფლორიდაში მაშველები 30-მა შტატმა გაგზავნა.

„ირმას“ სიმძლავრე ტროპიკულ შტორმამდე შესუსტდა, თუმცა მას კვლავ ახლავს ძლიერი წვიმა და ქარი. ამჟამად ციკლონი ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით მოძრაობს. სინოპტიკოსების პროგნოზით, შტორმი თანდათან შესუსტდება.

სანამ აშშ-ის სანაპიროს მიაღწევდა, ქარიშხალმა „ირმამ“კარიბის ზღვის აუზის კუნძულებს გადაუარა და ზოგიერთი მათგანი მთლიანად გაანადგურა. სენ-მარტინსა და ბარბუდაზე განადგურებულია შენობების 95%. კარიბის ზღვაში სტიქიას 37 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 10 დაიღუპა კუბაზე.