უახლესი ამბები

მეხიკოში მომხდარ ძლიერ მიწისძვრას 140-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

20 09 2017 | ავტორი: admin
მეხიკოში მომხდარ ძლიერ მიწისძვრას 140-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
გარესამყარო
0

მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში ძლიერ მიწისძვრას 140-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქალაქის გარკვეულ ნაწილში საცხოვრებელი შენობები და ინფრასტრუქტურა მთლიანად განადგურებულია.

მაშველები ნანგრევებში მოყოლილი მოქალაქეების გადარჩენას რამდენიმე საათია უწყვეტ რეჟიმში ცდილობენ.

თითქმის 4 მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. გარდაცვლილთა რაოდენობა ყოველ საათში ერთხელ იზრდება.

სეისმოლოგების ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 7,1-ბალს შეადგენს. მიწისძვრის ეპიცენტრი მეხიკოდან 120 კილომეტრის დაშორებით მდებარე სოფელი ატენსინგოა. ბიძგები სხვა ქალაქებშიც იგრძნობოდა.

საქართველოს საელჩო მექსიკაში აცხადებს, რომ დაზარალებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. მექსიკის სხვა რეგიონში ძლიერი მიწისძვრა სამი კვირის წინაც დაფიქსირდა, რასაც 90-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.